|
2017-11-06 14:13:48, 1904 ნახვა
კომენტარი
ლელა ქიტესაშვილი: ამ ეტაპზეც მე ვერ ვიპოვე სამართალი, დიდი ალბათობით, ბოლომდე ვიბრძოლებ
„ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკარგულ 6 ბიულეტენს არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ სასამართლოს მისი მოთხოვნა მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით, უნდა დაეკმაყოფილებინა. ლელა ქიტესაშვილს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, მიმართავს თუ არა ზემდგომ ინსტანციას, თუმცა აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ბოლომდე იბრძოლებს: „სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც მე ვერ ვიპოვე სამართალი- ძალიან გულდასაწყვეტია, დიდი ალბათობით, მე ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი სიმართლისთვის, დაკარგული 6 ბიულეტენი არის გავლენის მომხდენი შედეგზე და დიდი იმედი მქონდა, რომ საქალაქო სასამართლო მაინც სწორად წაიკითხავდა კანონს, ან მე ამიხსნიდა, ვნახოთ რას ამიხსნის, როგორ იკითხება კანონი, ეს ჩემთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი თიანეთში არჩევნების მეორე ტურის გამართვას ითხოვდა. ამ დროის მდგომარეობით, თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ თამაზ მეჭიაური ითვლება. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გამოდის. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასებისას, ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერის თანამდებობაზე წარმატებებიც უსურვა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)