|
2015-05-05 11:25:08, 506 ნახვა
საზოგადოება
უთხარი მსოფლიოს რატომ არის საქართველო განსაკუთრებული - EBRD ფოტოკონკურსს აცხადებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით, სპეციალურ ფოტოკონკურსს აცხადებს. EBRD კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალებს სთავაზობს საკუთარი ფოტოების საშუალებით მთელ მსოფლიოს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და წარმოდგენა საქართველოს შესახებ. იმისათვის, რომ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომდგენლებს, უპასუხოთ კონკურსის კითხვაზე - რატომ არის საქართველო განსაკუთრებული და რატომა არის ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო? შეგიძლიათ, ფოტოკამერით, ტელეფონით გადაღებული ფოტო მიმდინარე წლის 13 მაისამდე განათავსოთ სოციალურ მედიაში და გააკეთოთ ე.წ. თაგი (tag) EBRD-ის Instagram-ზე (@ebrd_official), Facebook-ზე ან Twitter-ზე (@EBRD), გამოიყენეთ ჰეშტაგი #Georgia15. EBRD საუკეთესო ფოტოებს გამოაქვეყნებს ინტერნეტ სივრცეში და ასევე განათავსებს მათ თბილისში ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას. საუკეთესო ფოტოების ავტორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიიწვევს სპეციალურ ღონისძიებაზე. „საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, სადაც EBRD მუშაობს. მას აქვს უნიკალური კულტურა, პეიზაჟები და არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს. წელს, მისი მომხიბლავი დედაქალაქი - თბილისი, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ამ კონკურსის საშუალებით, გვინდა ყველას მივცეთ საშუალება, გაიგონ მეტი საქართველოს შესახებ“, - ნათქვამია EBRD-ის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კონკურსთან დაკავშირებით გაკეთდა (http://www.ebrd.com/news/2015/tell-the-ebrd-whygeorgia-is-special-for-you.html).
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)