05:45 - 14 Aug, 2026
|
2017-11-06 10:30:24, 1944 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე აშშ-ს მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტეხასის შტატში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ საზერლანდ სპრინგში დატრიალდა და რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს პარლამენტის სახელით, თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. საქართველო დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ამ მძიმე წუთებში“,-ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)