|
2017-11-05 10:55:32, 1968 ნახვა
საზოგადოება
საბერძნეთში საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს
საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი თანამემამულეებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ელჩი უკანასკნელ პერიოდში საბერძნეთის სამართალდამცველების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. „ექსპრესნიუსი“ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: „თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევევის არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. ვფიქრობ ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს,ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს. მიუხედავად ამგვარი რეალობისა, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური ასევე არაოფიციალური არხებით, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, მუდმივ დიალოგს აწარმ,ოებს შემდეგ საკითხზე:
ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან, ჩემი ხელმძღვანელობით, საელჩოს შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია არც ერთი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს და რომლებიც რაიმე სახის კითხვის ნიშნებს ტოვებდა, ასეთი შემთხვევის მიმართ ჩვენი რეაგირება ყოველთვის იყო მყისიერი, ხოლო პოზიცია მკაცრი და პრინციპული. ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან, საელჩოში არ შემოსულა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეეების არცერთი საჩივარი და განცხადება, რომელიც აღწერდა საქართველოს მოქალაქის მიმართ ჩადენილ დარღვევას და სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე. მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება, ამ შემთხვევაშიც იქნება დროული და ქმედითუნარიანი. მიმდინარე ეტაპზე, საელჩოს ხელთ უკვე არსებობს ყველა შესაბამისი ბერკეტი, რომ მსგავს ფაქტებზე მივიპყროთ როგორცც საბერძნეთის მთავრობის, ასევე ბერძნული მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოქმედებისას, თქვენთვის გასაგებ მიზეზთან გამო, საელჩო უპირატესობას ანიჭებს ყველა შესაბამისი ზომის გატარებას, შედარებით უხმაუროდ, პრობლემისათვის ქართული მხარის დამაზიანებელი რეზონანსის მიცემის გარეშე. მოგმართავთ ტრადიციული თხოვნით, დაელოდოთ ხსენებული მიმართულებით ჩვენი მუშაობის შედეგებს, აქტიურად ითანამშრომლოთ საქართველოს საელჩოს შესაბამის სამსახურებთან, მოერიდოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას, როგორც საელჩოს საქმიანობის შესახებ, ასევე ჩვენს დიასპორისთვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“,-ნათქვამია მიმართვაში.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)