|
2017-11-03 19:18:58, 2165 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატებს ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები გააცნო
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის წარდგენისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2018 – 2021 წლების ფისკალურ ჩარჩოზე ისაუბრა. მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმების პარალელურად, მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭირო ფისკალური პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ესაა, მიმდინარე ხარჯები ზრდის შეზღუდვა; არსებული რესურსის მაქსიმალურად მიმართვა ინფრასტუქტურული პროექტების დასაფინანსებლად და საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2018-2021 წლების საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ხარჯების წილი მშპ-თან მიმართებაში განაგრძობს კლებას და 2017 წელს განსაზღვრული 24.8%-დან 2018 წელს დაიკლებს 23.4%-მდე, ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება მშპ-ის 20.8%-მდე. ამის პარალელურად, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით საქართველოს მზარდი ტენდენცია აქვს და საშუალოვადიან პერიოდში 9%-ის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული. „მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახსრების მობილიზება არ ხორციელდება მხოლოდ დონორი ორგანიზაციების კრედიტების ხარჯზე და საქართველო ინარჩუნებს დადებით საოპერაციო ბალანსს. 2018 წელს ქვეყნის შემოსავლებსა და მიმდინარე ხარჯებს შორის დადებითი სალდო მშპ-ის 4.7%-ით განისაზღვრება (2016 წელს ეს მაჩვენებელი 2.6% იყო, ხოლო 2017 წელს 3.9%). საშუალოვადიან პერიოდში დადებითი საოპერაციო სალდოს მაჩვენებელი მზარდია და 2021 წლისათვის მშპ-ის 6%-ს გადააჭარბებს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)