|
2017-11-03 17:58:15, 1770 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მმართველობის რეფორმის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ მიწოდებული საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდაა
პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მმართველობის რეფორმასა და მის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მმართველობის რეფორმის მიზანია სახელმწიფო სერვისების მიწოდების „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ გადასვლა. „ბიზნეს სახლის მშენებლობა არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულება. ეს არის ერთიანი ფიზიკური სივრცე, სადაც საწარმოებს საშუალება ექნებათ, ერთი ჭერის ქვეშ მიიღონ ყველა ტიპის მომსახურება. ეს, მეორე მხრივ, ნიშნავს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის „Front Office“-ების გაერთიანებას, რაც იმავდროულად მნიშვნელოვნად ხარჯეფექტური გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთიანი ვირტუალური სივრცის შექმნა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოსაგან სერვისების ელექტრონულად მიღების საშუალება ექნებათ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მმართველობის რეფორმის მეორე სტრატეგიული მიმართულება არის ე.წ. ინკლუზიური მმართველობა. ეს არის პროცესი, როდესაც მთავრობა ბიზნესთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე. „ამ მხრივ, ჩვენ შევქმენით რამდენიმე მნიშვნელოვანი პლატფორმა. აღსანიშნავია ინვესტორთა საბჭო, რომელიც არის კოლეგიალური ორგანო, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობა ერთად განიხილავენ და მსჯელობენ მნიშვნელოვან სისტემურ საკითხებზე. ყველა ეკონომიკური რეფორმა განხილული იქნა ინვესტორთა საბჭოზე. აღნიშნული რეფორმის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხისა და საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდაა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)