|
2017-11-03 17:40:48, 1791 ნახვა
კომენტარი
ოთარ დანელია: თხილთან მიმართებაში სერიოზულად ვიზარალეთ
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, მავნებელი მწერი აზიური ფაროსანა არის პრობლემა, რომელმაც მიიღო გაცილებით დიდი მასშტაბი, ვიდრე რომელიმე საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ექსპერტს შეეძლო წარმოედგინა. როგორც დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის თვალსაზრისით, დაახლოებით 65 მილიონიანი კლება დაფიქსირდა: "დარწმუნებული ვარ, ყველა ის სახსრები იქნება მობილიზებული, რაც აუცილებელია ამ გამოწვევის დასამარცხებლად. ჩვენ სერიოზულად ვიზარალეთ თხილთან მიმართებაში, ესეც არ არის დასამალი. მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელზეც გუნდი მუშაობს, არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ არ არის მისი სერიოზულობით აღქმული რომელიმე რგოლში, ვინაიდან მივიღეთ დაახლოებით 65 მილიონიანი კლება ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამისთვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ",-განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)