05:45 - 14 Aug, 2026
|
2017-11-03 16:51:09, 2128 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურად 2,5 დოლარზე მეტს ვერ ხარჯავს, რაც ჩვენი საზრუნავია
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე ვერ აძლევს თავს უფლებას, ყოველდღიურად 2,5 დოლარზე მეტი დახარჯოს. როგორც ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს: "ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობისა ვერ აძლევს თავის თავს უფლებას, 2,5 დოლარზე მეტი დახარჯოს ყოველდღიურად თავის თავზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი საზრუნავია და ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან დეპუტატებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)