|
2017-11-03 15:50:55, 1860 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ
„დღეს წარმოგიდგინეთ 2018 წლის ბიუჯეტი და ის ძირთადი მიმართულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მინისტრის შეფასებით, 2018 წლის ბიუჯეტი სრულ შესაბამისობაშია იმ დაპირებებთან, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ ხალხს მისცა. "რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გავზრდიდით პენსიას, არ გავაკეთეთ ეს განცხადება. 2016 წელს ჩვენ მოქალაქეებს დავპირდით, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდებოდა და 4 პუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პარლამენტს რეფორმების განხორციელების სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)