|
2017-11-03 14:55:02, 2003 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე მივაღწიეთ
საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. როგორც პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი, ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე მივაღწიეთ. "დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან დღეს - ქართული დიპლომატიის დღეს აღვნიშნავთ. ვულოცავ ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს. დღეს ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვიცნობს, როგორც დასავლური ღირებულებების ერთგულ ქვეყანას და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენი დიპლომატების პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს - დიდ ევროპულ ოჯახს, რომელშიც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ბუნებრივ ადგილს. ქართველებს გვყავს დიდი წინაპარი და ეტალონი დიპლომატიაში - სულხან-საბა ორბელიანი. ჩვენი ვალია, ვუერთგულოთ იმ უმთავრეს ღირებულებებსა და სტანდარტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა დაამკვიდრა. მჯერა, რომ ჩვენი პოტენციალითა და მეგობრებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ მრავალ წარმატებას მივაღწევთ!", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)