|
2017-11-03 12:06:37, 1725 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - ოქტომბერში სურსათის ზოგიერთ სახეობაზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები გაიზარდა
2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (11,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (1,1 პროცენტი). ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-3,0 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ფეხსაცმელზე (12,0 პროცენტი) და ტანსაცმელზე (3,6 პროცენტი). საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7,6 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (10,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,2 პროცენტი).
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)