00:57 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 10:08:38, 1881 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს წარადგენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და 2018 – 2021 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს წარადგენს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი პარლამენტის წევრებს აგრეთვე წარუდგენს ინფორმაციას 2017 წელს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებისა და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics