|
2017-11-02 18:17:36, 2798 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ფოსტა 2018 წლის მაისში „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო EMS სიმპოზიუმს უმასპინძლებს
2018 წელს საქართველოს ფოსტა ევროპის რეგიონის მაღალი რანგის მენეჯერებისათვის „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ UPU, EMS კოოპერატივის საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს. სიმპოზიუმში ევროპის 40 საფოსტო ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს მომსახურების და საოპერაციო პროცესში განხორციელებულ მიღწევებზე გაცვლიან ინფორმაციას და სამომავლო გეგმებს დასახავენ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნის და საფოსტო ადმინისტრაციების ამ მიმართულებით მზადყოფნის საკითხებზე და პრიორიტეტებზე. „Allow me to congratulate Georgian Post on achieving such positive EMS performance results in recent months, demonstrating your genuine commitment to the service. I am certain that this drive and dedication will enable your designated operator to earn an EMS award in the years to come. The European region generates a large proportion of outbound and inbound EMS volumes worldwide. in order to sustain EMS growth in this competitive region, the UPU’s EMS Cooperative and International Bureau plan to hold an annual EMS symposium for the senior management of all designated operators in the region. We would be delighted if Georgian Post will host a symposium, on May 2018“, – ნათქვამია „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (UPU) გენერალური დირექტორის მოადგილე პასკალ კლივაზის ოფიციალურ წერილში. 2015 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირის, EMS კოოპერატივის რეგიონალური მისიის საქართველოში ვიზიტის და ადგილზე პროცესების შესწავლის შემდეგ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს ფოსტამ შეიმუშავა ახალი სტრატეგია, რამაც საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების (EMS) მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია. უკვე 2017 წლიდან მომსახურების მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიოს მოწინავე საფოსტო ადმინისტრაციებს გაუთანაბრდა. მოკლე ვადაში, განვითარების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე რაც პარტნიორთა სანდოობის პირდაპირპროპორციულია, მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS კოოპერატივმა მიიღო გადაწყვეტილება ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ საქართველოში გაიმართოს. “მსოფლიო საფოსტო კავშირი“ (UPU) 1874 წელს დაფუძნდა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში და მსოფლიოში ერთერთ უძველეს საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს. 2001 წლიდან საქართველოს ფოსტა EMS კოოპერატივის წევრია ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს ეხმარება უზრუნველყონ უნივერსალური საფოსტო ქსელი, თანამედროვე საფოსტო პროდუქტების და მომსახურების მიმართულებით. „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც სერვისების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სწრაფ, ხარისხიან და ეფექტურ მომსახურებას.
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)