|
2017-11-02 12:40:00, 2144 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: მეგის ქარდავას არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსს მეგის ქარდავას პირადად არ იცნობს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი", - წერს სააკაშვილი. გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულ განცხადებას დაურთო უკრაინული მედიის ბმული, სადაც წერია, რომ სააკაშვილის "უახლოესი თანაგუნდელი" (მეგის ქარდავა) დაკავებულია. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი მეგის ქარდავა გუშინ, უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის ქარდავას მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ქართული მხარის მოთხოვნით, ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)