|
2015-05-04 16:13:56, 478 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის წევრების მოსმენა და ნდობის გამოცხადება შესაძლოა, მიმდინარე კვირას მოხდეს
მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენა და შემდგომ ნდობის ხელახლა გამოცხადება, შესაძლოა მიმდინარე კვირას, 7-8 მაისს მოხდეს, ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, 10 მაისიდან უკვე “EBRD” -ის ღონისძიებები იგეგმება და მთავრობის თხოვნაა, რომ ამ ღონისძიებაზე ქუთაისში ყოფნა არ მოუწიოთ. ამის გათვალისწინებით, უსუფაშვილის თქმით, მას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჰქონდა და შესაძლოა დღის ბოლოს, ან ხვალ დილით ამ საკითხთან დაკავშრებით პოზიციებზე შეჯერდნენ. „მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრეზიდენტს გასული კვირის პარასკევს წარედგინა. პრეზიდენტს კონსტიტუციით განსაზღვრული აქვს 7 დღიანი ვადა. ვიცით პრეზიდენტის პოზიცია, მან ბრძანა, რომ ამ ვადას ბოლომდე გამოიყენებს. 10 მაისიდან უკვე იწყება სტუმრების ჩამოსვლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ეგიდით, დიდი ღონისძიების ფარგლებში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე მქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. დღის ბოლოს, ან შესაძლოა ხვალ დილით, ჩვენ გვქონდეს შეთანხმებული პოზიციები ამასთან დაკავშირებით. მე ზუსტად არ შემიძლია მოგახსენოთ, მაგრამ არის დიდი ალბათობა, 7-8 მაისს ჩვენ მუშაობა ამ რეჟიმში მოგვიწიოს, ან უარეს შემთხვევაში პარასკევი-შაბათ, ან კიდევ უარეს შემთხვევაში შაბათ-კვირას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აპრილს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)