|
2017-11-01 14:49:02, 1870 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: ოპოზიციამ უნდა უპასუხოს მარტივ კითხვას - უნდათ საკონსტიტუციო ცვლილებები, თუ არა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში კვირის ბოლოსთვის იგეგმება. „ცვლილებების ინიცირებას ამ კვირაში ვაპირებთ. ეს არის ოთხი საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარეობს - ბონუსის გაუქმება 2024 წლიდან, ბლოკების დაშვება ერთჯერადად 2020 წელს, რელიგიის თავისუფლების მუხლის კორექტირება და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის კორექტირება“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა უპასუხოს: „ოპოზიციამ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი, მე არ მაქვს პასუხი გასაცემი, მათ აქვთ პასუხი გასაცემი - უნდათ ეს ცვლილებები, თუ არ უნდათ. ეს ერთადერთი კითხვა გვაქვს ჩვენ მათთან. მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულებაა და კიდევ ერთხელ თქვან, უნდათ თუ არ უნდათ ცვლილებები და მერე გადაწყვიტონ ბოიკოტზე გადიან თუ არ გადიან. მე მგონი ამაზე კითხვებიც არ ჩნდება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)