|
2017-11-01 12:57:29, 2527 ნახვა
მსოფლიო
კიევში უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის შვილი დააკავეს (ვიდეო)
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის შვილი, ალექსანდრ ავაკოვი, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს, - ამის შესახბ 112.ua იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, უკრაინის შს მინისტრის შვილს სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებიან. კერძოდ კი, ანტიკორუფციულ ბიუროში მიაჩნიათ, რომ არსენ ავაკოვის შვილმა 2015 წელს, 520 ათასი დოლარი გაფლანგა. მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ მინისტრის შვილის დაკავება პოლიტიკური ხასიათისაა და ავაკოვის და მისი ოჯახის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, მინისტრის პარტია "სახალხო ფრონტში", ამ აზრს იზიარებენ და აცხადებენ, რომ ამით ხელისუფლებას არსენ ავაკოვზე გავლენის მოპოვება სურს. ალექსანდრ ავაკოვის დაკავებას, შს მინისტრი არსენ ავაკოვი უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. "სასამართლოში ჩემი შვილი დაამტკიცებს, თავის უდანაშაულობას", - დასძინა მან. როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომა დღეს ჩატარდება და ავაკოვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. 2016 წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ვარაუდობენ, რომ უმცროსი ავაკოვი ესაუბრება პიროვნებას, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, სერგეი ჩაბოტარს ჰგავს. საუბრის თემა სამინისტროსთვის ზურგჩანთების სახელმწიფო შესყიდვაა. საუბრიდან ირკვევა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს დიდი პარტიის შემოტანა უნდა და ამისთვის წინასწარ გადახდას ითხოვს. ამ შესყიდვის გარშემო, რომელიც რეალურად შედგა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ვინაიდან ზურგჩანთების ფასი საბაზრო ღირებულებას ექვსჯერ აღემატებოდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)