05:03 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 12:33:28, 1683 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ინსექტარიუმის მშენებლობა იგეგმება

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ინსექტარიუმის მშენებლობა იგეგმება.

ამასთან დაკავშირებით, ლაბორატორიისა და ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ლაბორატორიის ტერიტორიაზე მწერების სათავსოს დაარსებასა და აღჭურვას, რომელიც შემდგომში სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენება.

აღნიშნული შეთანხმება  ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურების გათვალისწინებაზე, ასევე ქცევითი ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. საკარანტინო ნიმუშების, მწერების კვლევის დროს, აუცილებლია  რისკის  ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე.

მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის”  ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და არიან სრულ  მზადყოფნაში  ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics