|
2017-11-01 12:18:22, 2018 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ მცირე საწარმოებისთვის Secret Santa 2018-ის ფარგლებში სპეციალური პლათფორმა შექმნა
Secret Santa 2018-სთვის წინის წინა სამზადისი დაიწყო! საქართველოს ბანკმა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სპეციალური პლათფორმის www.business.secretsanta.ge შექმნის შესახებ განაცხადა. აღნიშნული პლათფორმა საყოველთაო Sceret Santa 2018-ის (იდუმალი სანტა) პროექტის ფარგლებში ხორციელდება. Sceret Santa 2018-ი ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს და მიზნად ისახავს საახალწლოდ Secret Santa 2018-ის რაც შეიძლება მეტ მონაწილეს ქართული პროდუქცია გააცნოს. ყველას ვისაც აქვს ადგილობრივი ბიზნესი და აწარმოებს ქართულ პროდუქციას, შესაძლებლობა აქვს ეწვიოს და დარეგისტრირდეს პლათფორმაზე www.business.secretsanta.ge, ჩაერთოს Secret Santa 2018-ის სახელოსნოში და შეთავაზოს საქართველოს იდუმალ სანტებს საახალწლო საჩუქრები. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით შარშან პირველად განხორციელდა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც შარშან, პროექტში მონაწილე ადამიანებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები გაუგზავნეს და თავადაც მიიღეს. წელს იდუმალ სანტებს შესაძლებლობა ექნებათ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. Secret Santa 2018-ი 1-ელ დეკემბერს დაიწყება და შარშანდელთან შედარებით პროექტის ფარგლებში 3-ჯერ მეტი საჩუქარი გაიგზავნება. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.business.secretsanta.ge
(R)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)