|
2017-11-01 11:59:57, 2200 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: სისულელეა, რომ დამაპატიმრებენ, რადგან ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა და არც შემსრულებლები ჰყავთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინას მისი დაპატიმრების რესურსი არ გააჩნია. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, მისი შესაძლო დაკავების შესახებ "სისულელეა". "აბსოლუტური სისულელეა ის, რომ მე, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დამაპატიმრონ. ამისათვის მათ არც შესაბამისი რესურსები გააჩნიათ, არ შესაბამისი ძალა აქვთ და არც შემსრულებელი ჰყავთ. უკრაინაში აქტიურად ხორციელდება ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი. ყველა უწყება თავისთვის მუშაობს. ქვეყნის პრეზიდენტი და შს მინისტრიც კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შს მინისტრის შვილი დააკავეს. უკრაინაში ყველაფერ ჩამოიშალა", - განაცხადა სააკაშვილმა. ამასთან, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მისი ექსტრადირება არ გამორიცხა, თუმცა დასძინა, რომ ეს მხოლოდ შეიძლება მხოლოდ არაკანონიერი გზით მოხდეს. "მათ ერთადერთი გამოსავალი აქვთ - გამიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და თბილისში გამომიშვან. თუმცა ამას მოჰყვება ხალხის პროტესტი, რომლებიც ხელისუფლებას გადადგამენ. შემდეგ ეს გამოიწვევს საქართველოდან ოლიგარქ ივანიშვილის განდევნასაც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)