|
2017-11-01 10:45:23, 1810 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლას რევოლუციის გზით არ აპირებს
უკრაინის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მშვიდობიანი რევოლუციით მოვიდა, უკრაინაში ხელისუფლების ამ გზით ჩამოგდებას არ აპირებს. თუმცა, როგორც სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ ბევრნი არიან და ერთნაირად ფიქრობენ. „მთავარია, რომ ხალხის განწყობას წინ არაფერი დაუდგეს. ჩემთვის იმ პირობებში, როდესაც ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს იმიტომ, რომ ფაროსანები მოასხდნენ, აქ მაქვს ბევრი საქმე დასამთავრებელი და ამ ხალხს მე ამას აუცილებლად გავუკეთებ იმიტომ, რომ მე მათი ნაწილიც ვარ. მათი უბედურების ნაწილიც გავხდი, სამწუხაროდ, ამ ბოლო წლებში, მაგრამ მათი გამარჯვების ნაწილიც ვიქნები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)