|
2017-10-30 18:32:02, 2049 ნახვა
სამართალი
საბერძნეთში 85 წლის ქალის წამების ფაქტზე, საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში 85 წლის ქალის წამების ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ბერძენი პოლიციელები აცხადებენ, კრიმინალური ჯგუფი ქალაქ ათენის ერთ-ერთ გარეუბანში, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სახლის მფლობელი, მოხუცი ქალბატონი საწოლზე მიაბეს, ცემეს და უთოთი აწამეს. დაზარალებულის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მას ფულს სთხოვდნენ. მათ სახლიდან 50 ევრო და ოქროს რამდენიმე სამკაული გაიტანეს. მედია საშუალების ინფორმაციით, ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს. ამასთან, ცნობილია, რომ 7-დან 3 თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ ციხიდან გამოვიდნენ, ხოლო დანარჩენი 4 საქართველოდან ჩავიდა. პოლიცია კრიმინალურ დაჯგუფებას თითქმის 3 თვის განმავლობაში აკვირდებოდა. გარდა ამისა, დაჯგიფების კიდევ ერთი მსხვერპლი შესაძლოა კლუბ "ატრომიტოს" მწვრთნელი - დამირ კანატისი იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)