06:27 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 16:49:14, 2546 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა კარლეს პუჩდემონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ესპანეთის გენერალური პროკურორი ხოსე მანუელ მასა კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის წინააღმდეგ ბრალის წაყენების მოთხოვნით გამოდის, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, პუჩდემონს და რეგიონის ადმინისტრაციის სხვა წევრებს ბრალი ამბოხში, სეპარატიზმსა და ბიუჯეტის გაფლანგვაში უნდა წაუყენონ.

ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, გენერალური პროკურორის მოთხოვნა მოსამართლემ უნდა განიხილოს.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics