|
2017-10-30 15:41:26, 1927 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ვცდილობთ, მოვძებნოთ თანამშრომლობის გზები, რათა ჩვენი საგანძური ქვეყნიდან ასე განუკითხავად არ გადიოდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში აღმოჩენილი არტეფაქტების ერმიტაჟში (ერმიტაჟის მუზეუმი, პეტერბურგი, რუსეთი) გამოფენას გამოეხმაურა. ციხელაშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემა უკვე წლებია არსებობს. სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციებს აწვდიან, ასევე ცდილობენ, გამოძებნონ გზები, რომ მოხდეს ამ თემების ირგვლივ თანამშრომლობა (აფხაზებთან). „ჩემთვის ეს არ გახლავთ სიურპრიზი და ახალი ამბავი იმიტომ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებშიც ვსაუბრობთ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ისტორიული ძეგლების სავალალო მდგომარეობას, მათ დაზიანებას, ზოგიერთ შემთხვევაში მიზანმიმართულ დაზიანებას, არამედ ჩვენი საგანძურის, ასეთი არტეფაქტების გატანას, შავ არქეოლოგიას. ამ საკითხებზე ვცდილობთ გავამახვილოთ მათ შორის ჩვენი პარტნიორების ყურადღება, რომ ეს პროცესები შეწყდეს, აბსოლუტურად უკანონო პროცესები და არ გადიოდეს ქვეყნის საგანძური სხვადასხვა მიმართულებით ასე განუკითხავად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვცდილობთ, გამოვძებნოთ გზები იმისა, რომ მოხდეს ამ საკითხების ირგვლივ თანამშრომლობა, ვფიქრობთ როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის ეს საკითხი არ უნდა იყოს სულერთი, ისინიც არ უნდა იყვნენ გულგრილი იმის მიმართ, რაც ხდება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მოძიება იმ გზების, რომელიც წლების განმავლობაში არსებულ ძალიან ცუდ, მანკიერ პრაქტიკას დაუსვამს წერტილს და მომავალში ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ის საგანძური, ის მემკვიდრეობა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. სრულიად დაუშვებელია, რომ დღეს ასეთ ვითარებაში მოხდეს მათი განადგურება, დაკარგვა და ასე შემდეგ“,–განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)