|
2017-10-30 14:54:17, 2342 ნახვა
მსოფლიო
ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა
ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბარზანის პრეზიდენტობის ვადა 1 ნოემბერს ეწურებოდა. ამასთან, მან თავიდანვე განაცხადა, რომ ის თანამდებობისთვის ბრძოლას არ აპირებდა. მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელიც ქვეყნის მმართველობის რეფორმას შეეხება. კერძოდ, რეფორმის თანახმად, პრეზიდენტის უფლება-მოსილებები პარლამენტსა და სასამართლო სისტემას შორის უნდა გადანაწილდეს. გარდა ამისა, BBC წერს, რომ ბარზანის გადადგომას რეგიონში არეულობები მოჰყვა. მისი მხარდამჭერები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. მასუდ ბარზანი ერაყის ქურთისტანის პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. კერძოდ კი, ქურთისტანის რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ერაყისგან გამოყოფის საკითხს. რეფერენდუმის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 92% -მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა. ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდებაა. ის ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)