|
2017-10-29 11:04:28, 1968 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის გარდაცვალების საქმე პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული საქმე პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება. „განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება ადამიანის დაღუპვას ვითარებაში, სადაც პოლიციაა ჩართული და ბუნებრივია, ეს საქმე იქნება პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ჩვენ, კომუნიკაცია გვექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტის მხრიდან რა ბერკეტის გამოყენებაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერს რაც შეიძლება მალე მოეფინოს ნათელი, ეს ბერკეტები აუცილებლად იქნება გამოყენებული. ოპოზიცია მოითხოვს ამას, თუ უმრავლესობა, მთავარია, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს. ამის უზრუნველყოფა ჩემი ფუნქციაა და ამაში აქტიურად ვიქნები ჩართული“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ამავე თემაზე http://epn.ge/index.php?id=54475
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)