|
2017-10-28 10:45:49, 2360 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პრემიერის განცხადებით, საქართველო ესპანეთის სუვერენიტეტს მხარს უჭერს. „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს კვირიკაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკმბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)