|
2017-10-27 15:11:59, 2124 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მინდა, აფხაზმა მოქალაქეებმა იცოდნენ, ჩვენ შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ ენაზე საუბარს
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზური ენის დღე თანამოქალაქეებს ქართულ და აფხაზურ ენაზე მიულოცა. „აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და ღრმად მწამს, რომ საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია. აფხაზური ენა აფხაზური თვითმყოფადობისა და კულტურის საფუძველია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული. მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა კი, სახელმწიფოს განსაკუთრებული მოვალეობაა. მინდა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ - მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე საუბარს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)