|
2015-05-04 10:53:54, 484 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი. ვახტანგ გომელაური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს გერმანელ კოლეგასთან - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერთან და ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტ ჰოლგერ მიუნხთან. შეხვედრა ეთმობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, საპოლიციო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევიდა. 2014 წლის 8-10 ივლისს განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელი ბაზის მონახულება, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ბერლინის პოლიციის საქმიანობას გაეცნობა და სადემონსტრაციო წვრთნებს დაესწრება. შეხვედრას ბერლინის პოლიციის ვიცე-პრეზიდენტი რალფ კრიუგერი უმასპინძლებს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)