05:51 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 12:37:07, 2285 ნახვა

მსოფლიო
მალიში აფეთქების შედეგად გაერო-ს 3 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

მალიში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გაერო-ს 3 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, - ამის შესახებ France24 იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 3 მშვიდობისმყოფელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, აფეთქება ტელასიტისა და ეგელჰოკის დასახლებულ პუნქტებს შორის მოხდა. გაეროს ავტომობილი ჰუმანიტარული ტვირთის კოლონას აცილებდა, როდესაც სავარაუდოდ გზასთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის ჯერ უცნობია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაცია არ აუღია.

ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე მალიში 80-ზე მეტი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics