|
2017-10-27 10:01:34, 1677 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ახალციხე) N7 სექტორი „სულდის“ ახალი შენობა გახსნეს. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სასაზღვრო პოლიციის განვითარება, მისი შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან დაცული საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია.მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკის საელჩოს საქართველოში და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს. მათი აქტიური ჩართულობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სასაზღვრო სექტორის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საქართველო-თურქეთის საზღვრის 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა. სექტორი „სულდის“ ახალი შენობის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა მესაზღვრეების აღჭურვილობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკულმა მხარემ გადასცა. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა აშენდა ახალი სასაზღვრო სექტორები და კინოლოგიის ცენტრი, სახელმწიფო საზღვრი ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღიჭურვა, დაინერგა სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ფლოტი, გაუმჯობესდა გემთსარემონტო შესაძლებლობები და საზღვაო ინფრასტრუქტურა. გახსნის ცერემონიალს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ჭაბუკიანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)