|
2017-10-26 16:19:04, 2029 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. როგორც ელჩმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, 90 ათასი მოქალაქიდან უარი მხოლოდ 230-მა მიიღო. „2017 წლის ოქტომბერში 6 თვე სრულდება მას შედეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ გადაადგილება ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში. შეგვძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება დიდი წარმატება იყო. პირველ 6 თვეში დაახლოებით 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით. მთავარობამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და შეძლო მოქალაქეების და მგზავრების ინფორმირება უვიზო მიმოსვლის პირობებისა და შენგენის ზონაში დარჩენის ვადების შესახებ. შედეგად მოსახლეობა კარგად იყო ინფორმირებული უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, რამაც შენგენის საზღვარზე უარის მიღების დაბალი მაჩვენებელი განაპირობა. 90 ათასიდან მხოლოდ 230-მა მიიღო უარი. დღეისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მონაცემები დადებითია. საქართველოს მთავრობასთან ერთად, თვალყურს ვადევნებთ უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას და მონიტორინგს ვუწევთ, რომ არ მოხდეს სისტემაში დარღვევები“,-განაცხადა ჰერმანმა. რაც შეეხება, თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელს, ჰერმანის თქმით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით „მნიშვნელოვანი ზრდა არ შეიმჩნევა“. „აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი ძალზედ დაბალია“, - განაცხადა ჰერმანმა და დასძინა, რომ ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მონიტორინგის ანგარიშზე მუშაობს.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)