|
2017-10-25 16:51:37, 2029 ნახვა
კომენტარი
მეუფე დიმიტრი: მამა გიორგისთან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, ცოტა დაძაბული, მკაცრი საუბარიც გვქონდა
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“. ე.წ. ციანიდი საქმეს ის საკუთარი თავის და ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებად აფასებს. „პირველ რიგში მოვინახულე მამა გიორგი. მამაო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს გასაკვირიც არ არის. ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ და არა მარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. ვინც ეს დაგეგმა და შეთხზა, ძალიან ბოროტი ადამიანია. მერე დეკანოზს ვკითხე, თუ რატომ არის ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირი. გამოძიებამ ბევრი კითხვები დაგვიტოვა, უშუალოდ ციანიდთან დაკავშირებით“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. ამასთან, მეუფე დიმიტრის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე შეკვეთილ სტატიებთან დაკავშირებით მკაცრი საუბარი ჰქონდა. „მამა გიორგისთან ვისაუბრეთ ბევრ თემაზე. ცოტა დაძაბული საუბარი გვქონდა, მკაცრი საუბარიც გვქონდა. ვუსაყვედურე რომ არ ჩამაყენა საქმის კურსში ბიზნესებთან დაკავშირებით. მკაცრი საუბარი გვქონდა შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებითაც. იცით, რომ ბატონი ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ წერილი იწერებოდა, მერე მამა გიორგი მეუბნებოდა მეუფე დიმიტრი მადლობას გიხდისო. მეუფე იაკობი ოხანაშვილს და მამა გიორგის ადებდა ხელს. მაშინ სულ პირჯვრის წერით დაიფიცა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდა სტატიებთან. ახლაც იგივე თქვა, რომ არანაირი შეხება არ მქონდაო. მან ყველაფრისთვის ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ყველაფრის შესახებ მე არ მიამბო”, - განაცხადა მეუფემ. რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის შესაძლო უდანაშაულობას, მეუფე დიმიტრიმ სახარებიდან ერთი წინადადება წაიკითხა: „არ არის დაფარული, რომელიც არ გამოცხადდება. ვრჩები ისევ ჩემს ძველ აზრზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც საუბარია დოზაზე, განეიტრალებაზე და ასე შემდეგ. მრჩება ისევ აზრი, რომ მას ეს მოუწყეს და მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, რომელსაც ის ყოველთვის ასახელებდა. ვგულისხმობ შორენა თეთრუაშვილს“, - აღნიშნა მეუფემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)