05:51 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 14:44:45, 2153 ნახვა

მსოფლიო
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Publico იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად კიდევ 70-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლის 600-მდე კერა ფიქსირდება. ტყის ხანძარმა ასობით ადამიანის სახლი გაანადგურა.

როგორც გამოცემა წერს, ხანძარს 4 000 მეხანძრე-მაშველი და სამხედრო ებრძვის.

ცნობისთვის, ხანძარი პორტუგალიაში 2 კვირის წინ გაჩნდა. მაშინ, ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics