|
2017-10-25 11:55:31, 2217 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კეპულაძე ლარის გაუფასურებას სეზონურ ფაქტორს უკავშირებს
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარკვეულ მოლოდინებსა და აჟიოტაჟს უკავშირდება. როგორც კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ტრადიციულად, შემოდგომაზე ლარის კურსი უფასურდება და შესაძლოა, ბაზრის მონაწილეებმა გარკვეული მოლოდინებიდან გამომდინარე, საკუთარი ანგარიშების უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია დაიწყონ. ეს კი, მისი განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს. ამიტომ, კეპულაძის აზრით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა არსებულ მოლოდინებს უნდა უპასუხონ, რათა ბიზნესს არ ჰქონდეს განცდა, რომ ლარი უფასურდება. „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი იმედს იტოვებს, რომ ლარის კურსის გაუფასურება ერთჯერადი სეზონური გამოვლინება იყო: „ვუკავშირებ უფრო სეზონურ ფაქტორს და თავისთავად გარკვეულ მოლოდინებს და ერთგვარ აჟიოტაჟს, რადგან როგორც ვიცით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ ამ დროს, შემოდგომაზე, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ, ვალუტა უფასურდება. შესაბამისად, შესაძლებელია, ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდეთ რაღაც არასწორი მოლოდინი, ან ზოგადად მოლოდინი იმის, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება და მათ დაიწყონ ვთქვათ, კონვერტაცია საკუთარი მიმდინარე ანგარიშების და საკუთარი სახსრების დოლარში, ან უცხოურ ვალუტაში. ეს კი მოგეხსენებათ, თავისთავად იწვევს დოლარზე მოთხოვნის ზრდას და ლარის გაუფასურებას. თუმცა, მე მაინც იმედს დავიტოვებ, რომ ეს იყო მხოლოდ მოკლევადიანი და ერთჯერადი ეფექტი, თუმცა პროგნოზისგან თავს შევიკავებ, რადგან ძალიან რთულია პროგნოზირება იმის, თუ როგორი იქნება ვალუტის კურსი მომავალში და ზოგადად, არ ღირს ამის პროგნოზირება. მაგრამ მე მაინც ამას ვუკავშირებ არა რაიმე ფუნდამენტურ, ეკონომიკურ ფაქტორებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა ეკონომიკური პარამეტრების, არამედ იმას, რომ გარკვეული აჟიოტაჟია და მოლოდინია. კარგი იქნება, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი უპასუხებენ ამ მოლოდინებს და იმუშავებენ უფრო სწორი მოლოდინების ფორმირებაზე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს რაღაც განცდა იმის, რომ ვალუტა უფასურდება. თუ მათ ექნებათ ზუსტი ინფორმაცია მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, დარწმუნებული ვარ, მათი ქმედება იქნება სხვაგვარი“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გიორგი კეპულაძემ. ეროვნულ ბანკში დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება რეფინანსირების განაკვეთი. მას შემდეგ, რაც კომიტეტის სხდომა დასრულდება, „საზოგადოება და ბანკები“ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 7%-ია. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.5206 ლარია.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)