|
2017-10-25 11:05:17, 1930 ნახვა
კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილი: თამაზ მეჭიაური წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პარტიებს გაურიგდა
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურს პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში ისაუბრა. ქუცნაშვილის თქმით, თიანეთი იყო ერთადერთი რაიონი, სადაც ოცივე პარტია მხოლოდ თამაზ მეჭიაურის კანდიდატურით იყო წარმოდგენილი: „„პატრიოტებთან მივიდა და ეუბნება, 2017 წლის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილმა მე იმიტომ გამომიშვა ქართული ოცნებიდან, რომ საგარეჯოს არჩევნებში ირმა ინაშვილს ვქომაგობდიო. რომან გოცირიძესთან მივიდა, ახლა ამ არჩევნების წინ და ეუბნება, რომ არ დააყენოთ ახლა ნაციონალებმა თიანეთში კანდიდატი ( რომან გოცირიძე და ეგ მეგობრები არიან), ნაციონალებმა დაუჭირეს მას მხარი ამ არჩევნებში და მაგან სანაცვლოდ შტაბის უფროსად დანიშნა ყოფილი ნაციონალი, ელბერტ მითელაური, ვინც შეჭამა მთელი თიანეთი. ეს გარიგება შედგა მაგას და ნაციონალებს შორის და რომან გოცირიძემ არ დაუყენა ოპოზიციური კანდიდატი. ნინო ბურჯანაძესთან მივიდა და უთხრა, რომ რა გინდა, მე რუსეთუმე ვარ, ხომ იცი და რუსეთუმეებმა გავაძლიეროთ ერთმანეთიო. შალვა ნათელაშვილს შესთავაზა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი შენ ხომ გეზიზღება და ბიძინა ივანიშვილი და რა გინდა, მე ზაქარია ქუცნაშვილს ჩავძირავო. ოცივე პარტია ერთი კანდიდატით იყო წარმოდგენილი. მე შევეცადე ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩემი გავლენა ნაწილობრივ გამომეყენებინა. არც კენჭისყრის დღეს, არც წინა დღეებში, არჩევნების შემდეგ თიანეთში კიარა, იქ იყავი, სადაც ვიყავი, ორი დღე მიცვალებული მყავდა სახლში. ეს ადამიანი ყველაფრის მკადრებელია, კაცი, რომელიც მთიელი ხარ და წარსული მიცვალებულების სულს შეურაცხყოფ, კაცი, რომელიც ამდენ სიკეთეს გაგიკეთებს, ხელებზე მკოცნიდა ლამის და „დარმავოი დეპუტატს“ ეძახდა თავის თავს, ცხოვრებაში „დარმავოი დეპუტატი“ გამხადე, ამას როგორ დაგივიწყებო ამბობდა. რამხელა შანსი ჰქონდა მას, როცა კომიტეტის თავმჯდომარედ ავირჩიეთ, მაგრამ მისი არაკომპეტენტურობის გამო, სასაცილო პერსონად იქცა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თავს გვჭრიდა ყველა მისი განცხადება. დავუშვი შეცდომა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)