|
2017-10-24 18:37:43, 2059 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: უკრაინას მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი არ უთქვამს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის პაველ ბოგომაზოვის განცხადებით, უკრაინას მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი არ უთქვამს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადვოკატმა განმარტა, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს უარის წერილი სააკაშვილისთვის არ გაუგზავნია. ამასთან, ბოგომაზოვმა აღნიშნა, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა "მხოლოდ ინფორმაციული წერილი მიიღო". "გენერალურმა პროკურორმა თუ ის სიმართლეს ამბობს, უნდა დაამტკიცოს და გვაჩვენოს ეს დოკუმენტი, რომელზეც საუბრობს", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. შესაბამისი განცხადება, თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)