|
2017-10-24 16:40:54, 1886 ნახვა
კომენტარი
კახა კოჟორიძე: ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის საარჩევნო პროცესს უკავშირდება
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე თიანეთში მერის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არჩევნებია. "უაღრესად შემაშფოთებელია, გამოთქმული ვარაუდებიც კი, რომ ავტომანქანის აფეთქება შესაძლებელია უკავშირდებოდეს საარჩევნო პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით და ცალსახად აღნიშნა, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები. ამიტომ ჩვენ ველით, რომ გამოძიება უსწრაფესად გასცემს ობიექტურად პასუხებს არსებულ კითხვებს და მიმდინარე სასამართლო დავაც იმასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერად ჩატარდა თიანეთში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად იქნება განხილულ", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ. შეგახსენებთ, გუშინ თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერების ავტომობილი დაწვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)