|
2017-10-24 16:13:11, 2162 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, KTW ჯგუფი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს
„საქართველოს ბანკმა“ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ჯგუფთან კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ბანკის ინფორმაციით, თანამშრომლობის შედეგად, KTW ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით და კახეთის რეგიონში კერძოდ, ახაშენში 41 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი. სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, დაფინანსება ასევე გაცემულ იქნა DCFTA პროექტის ფარგლებში. KTW ჯგუფისა და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობა სათავეს 2014 წლიდან იღებს, ამ დრომდე ჯგუფმა ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, საქართველოს ბანკის დაფინანსებით. მათ შორის არის ღვინის საწარმოები - ველისციხეში, ქედასა და ასკანაში. KTW ჯგუფის ღვინო და კონიაკი მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში იყიდება. უკრაინაში კი ბრენდის ჯამური იმპორტის 70 პროცენტი სწორედ KTW ჯგუფის წარმოებულ პროდუქციაზე მოდის. “საქართველოს ბანკის” დაფინანსებით KTW ჯგუფმა ველისციხის ღვინის საწარმოების ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში ერთერთი ყველაზე დიდი სპირტის სახდელი საწარმო ააშენა და აღჭურვა. ველისციხეში ცისტერნების მოცულობები რეალურად შთამბეჭდავია და ქარხანა ყურძნის ერთერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. საღვინე ცისტერნები - 4816 ტონას იტევს, ხოლო სასპირტე - 9200 ტონას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, KTW ჯგუფს მიღებული და გადამუშავებული აქვს 50,000 ტონამდე ყურძენი. ჯამში ჯგუფის მასშტაბით 501 ადამიანი დასაქმებული. საქართველოს ბანკსა და KTW ჯგუფ შორის თანამშრომლობის ერთერთი პირველი საგანი, ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმოს მშენებლობა გახლდათ, ქედასა და ჩოხატაურში. 2014 წელს საქართველოს ბანკმა დააფინანსა პროექტი, რომელიც „ნენა“-ს ბრენდის ქვეშ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ჯემებსა და კომპოტებს აწარმოებს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც მუდმივად მზარდ გაყიდვებში გამოიხატება. „ნენა“-ს პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთშიც გადის.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)