|
2017-10-24 15:26:19, 1974 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის
21-22 ოქტომბერს, „მოყვარულთა ლიგა 2017“-ის ფარგლებში, „ავაზასა“ და“ მარაკანას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია თამაშებს უმაღლეს ლიგაში, რის შედეგადაც 2 თამაში („ვაზისუბანი“ – „დიდუბე“ და „35-ე თბილისი“ – „უქიმერიონი“) შეწყდა. ტურის თამაში „დიდუბესა“ და „ვაზისუბანს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. „დიდუბელებმა“ სადავეები დასაწყისშივე ხელთ იგდეს და 2 გატანილ გოლში ასახეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი მესამე გოლი გაიტანეს. „ვაზისუბნელებმა“ მეორე ტაიმში შეძლეს ერთი გოლის გატანა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ვაზისუბნელთა არასპორტული საქციელი მატჩის შეწყვეტის მიზეზი გახდა. ზედა სამეულში მყოფი გუნდების „სეუ“ - „აფხაზეთის“ დაპირისპირება „სეუელთა“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ცხრილის სათავეში მყოფი „უქიმერიონი“ გასავარდნ ზონაში მყოფ „35-ე თბილისს“ დაუპირისპირდა, სადაც თავიდანვე იგრძნობოდა სტადიონზე შექმნილი დაძაბული ვითარება. მატჩი ლიდერისთვის მოულოდნელად დაიწყო და პირველივე წუთებზე საკუთარ კარში გოლი მიიღო. „უქიმერიონის“ ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობდნენ წონასწორობის აღდგენას და თამაშის შემობრუნებას, თუმცა „35-ე თბილისის“ დაცვის კარგი თამაშით, პირველ ტაიმში საწადელს ვერ მიაღწიეს. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი „უქიმერიონის“ ფეხბურთელებმა ზეწოლა გააძლიერეს. გიორგი ნათიძის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიანიშნა, რამაც „35-ე თბილისის“ ფეხბურთელთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოედანზე თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რის შედეგადაც მატჩი 50-ე წუთზე შეწყდა. “ტტც“-მ ტექნიკური მოგება მიითვალა „ნახალოვკასთან“. სამოყვარულო გუნდმა - „კვარტალმა“ კი უდიდესი ნაბიჯი გადადგა უმაღლეს ლიგაში დასასრჩენად, რომელმაც ტურნირიდან მოხსნილ „ბასკისთან“ ტექნიკური მოგება მიითვალა. რაც შეეხება პირველ ლიგას, აქ ლიდერი ისევ შეიცვალა და „თ.ს. სასამართლომ“ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველობა დაიბრუნა. ცხრილის ლიდერი „თ.ს აკადემიას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 6 ბურთის სხვაობით (8:2) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შემტევმა - გიორგი ბაბულაიძემ აღნიშნულ მატჩში 5 ბურთი გაუტანა მეტოქეს. მოკრძალებული ანგარიშით მოიგო ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა „დადიანმა“. აღნიშნული ბურთების სხვაობა საკმარისი არ აღმოჩნდა პირველი ადგილის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, „დადიანმა“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. სეზონის განახლების შემდეგ, შესანიშნავ ფორმაში მყოფი „ბასიანი“ უდანაკარგოდ ასპარეზობს, რომელმაც მარტივად სძლია „თბილისი სითის“, რითაც ფლეი ოფში თამაში გაინაღდა. ასევე, 5 გოლით გამოირჩა „ბასიანის“ შემტევი ლაშა გურგენიძე, რომელიც ბომბარდირთა დავაში უპირობო ლიდერია. მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს ექვსეულისთვის მებრძოლმა გუნდებმა - „გლდანმა“ და „ქომაგებმა“. მათ მეტოქეებს დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით სძლიეს. თავისი გამარჯვება იზეიმა და „ბასიანის“ მსგავსად, ფლეი ოფის საგზური გაინაღდეს „არისტოკრატებმა“, რომლებმაც 3:1 სძლიეს “კახორს“. 4 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს სამოყვარულო გუნდმა „ბასამ“. დანარჩენი შეხვედრები შემდეგნაირად დასრულდა: „ინტექსი“ 3:2 „მეთოფეები“, პლატინუმი“ 3:0 „ვენდისი“, „დელ-მარი“ 2:3 „ტც მილანი“. მოგეხსენებათ, რომ ტურნირის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და გუნდებისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. მომდევნო ტური 28-29 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|













epn.ge (@expressnews.ge)