02:45 - 14 Aug, 2026
|
2017-10-24 14:15:54, 2034 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია: მეორე ტურში ბრძოლას აუცილებლად ვაპირებთ
„თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბრძოლას აუცილებლად ვაპირებთ“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იგი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. „მეორე ტურში ბრძოლას ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ. ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ერთი ფრთის განცხადებას, მივესალმები და მოხარული ვარ რომ ასეთი განცხადება გააკეთეს. იმიტომ რომ რაც ნაკლებად მიიღებს ან საერთოდ არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ფრთა, მით უკეთესი. უფრო ნორმალური და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება საქართველოში“, - განუცხადა „იმედს“ მარშანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)