|
2015-01-16 10:00:10, 2396 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა რეზიდენციაში მიღება გუშინ გამართა, სადაც ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დიპლომატებს, ქალ დეპუტატებს, მთავრობისა და საზოგადოების წარმოამდგენლებს უმასპინძლა, ღონისძიებას ასევე დაესწრო სახალხო დამცველი. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული. „ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც დაინგრა კლასიკური და დადგენილი სტრუქტურები ჩვენი საზოგადოებისა, ეკონომიკისა, სწორედ ქალებმა აიღეს თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა, ქალებმა გადაიტანეს საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ინსტიტუტების რთული ნგრევა. დასაქმების თვალსაზრისით სწორედ ქალბატონები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უფრო იოლად მოერგნენ იმ ცვალებად პირობებს და რეალურად გადაარჩინეს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა. ასევე ქალბატონებს ეხება ის რეალობა, რომელიც ჩვენ შარშან ძალადობასთან დაკავშირებით დავინახეთ და რომელსაც ალბათ ჯერჯერობით ადეკვატურ ახსნას ვერავინ მოუძებნის. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ თემაზე როგორც წარსულში ისე ვსაუბრობთ. მე აუცილებლად მივიჩნიე, რომ 2015 წელი ქალის წლად გამომეცხადებინა,“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეც იმყოფებოდა. მაკა ჩიჩუამ ქალთა გააქტიურებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი როლის გაზრდაზე ისაუბრა: „ქალის ბუნება ძალიან ტოლერანტული, მშვიდი, მზრუნველობით სავსეა. ამიტომ ვთვლი, რომ ქალები მაღალ თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდნენ. ეს ზოგადად მთელი ქვეყნისათვის იქნება კარგი. ქალები პოლიტიკური საქმიანობით უნდა დაკავდნენ და უფრო გააქტიურდნენ“, - აღნიშნა საქართველოს პირველმა ლედიმ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)