02:45 - 14 Aug, 2026
|
2017-10-22 00:22:28, 2257 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: რუსთავში ელექტროენერგია გამორთეს და ბიულეტენების დათვლა სანთლის შუქზე მიმდინარეობს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, რუსთავში დაძაბული ვითარებაა. მისივე თქმით, ქალაქის რამდენიმე უბანში ელექტროენერგია გამორთეს და ბიულეტენის დათვლა სანთლის შუქზე მიმდინარეობს. „მეათე სკოლაში 35-ე უბანზე, სადაც ლიდერობს "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიორგი კიკოლაშვილი, გამორთულია შუქი, გარეთ არიან მობილიზებული სპორტსმენები, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში ცდილობდნენ პროცესების ქუჩებიდან გაკონტროლებას. ხელისუფლება ცდილობს ჩვენს კანდიდატს წაართვას გამარჯვება სწორედ ამ უბანზე“, - აღნიშნა ნადირაშვილმა. „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაყალბების მცდელობა შეწყვიტოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)