|
2017-10-20 19:36:21, 1731 ნახვა
საზოგადოება
ფიზიკური მდგომარეობის გამო, ამომრჩეველს ხმის მიცემა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით შეუძლია
არჩევნების დღეს, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, სურვილისამებრ, უფლება აქვთ, დააკვირდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცემს: დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს, რომელშიც მოთავსებულია საკონტროლო ფურცელი; გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; სპეციალურ კონვერტებს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესაბამისად); ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამო¬ წმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს; გადასატანი ყუთის ჭრილის დასალუქ ლუქს. კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული ბიულეტენებისა და სპეციალურ კონვერტების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო; მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრ¬ ჩეველთა მიმართ; თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერონ თანმხლებ პირებთან ერთად; „ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს ავსებს, სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს გადასატან საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა) . გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. ამომრჩევლები ხვალ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. კენჭისყრის დღეს 3644 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი.
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)