|
2017-10-20 16:29:10, 1898 ნახვა
საზოგადოება
არჩევნების დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, 21 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი (+995 32) 2 40 10 10 იმუშავებს. სააგენტოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ (+995 32) 2 40 10 10, რომელთაც კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სპეციალური ცხელი ხაზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მოქმედებდა. არჩევნების დღეს ცხელ ხაზზე 12 საათის განმავლობაში 71-მა ამომრჩეველმა დარეკა. ყველაზე მეტი ზარი იმ მოქალაქეთაგან განხორციელდა, ვისაც მოქმედი პირადობის მოწმობა არ გააჩნდა. „იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; კერძოდ, 2 423 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, მათ შორის, 1 365 478-ზე მეტი პირადობის მოწმობა – უფასოდ ან შეღავათიან ფასად (უფასოდ გაიცა 1 174 614 მოწმობა). მოქალაქეები სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. ამ მასშტაბურმა ღონისძიებებმა 2017 წლის არჩევნებისთვის 2 672 000-ზე მეტი ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, უტყუარი ბიომეტრიული მონაცემი მოგვცა. საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)