01:55 - 14 Aug, 2026
|
2017-10-20 14:21:39, 1764 ნახვა
კომენტარი
ეკა გიგაური: ყიზილაჯლოს ინციდენტი გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, ყიზილაჯლოში გუშინ მომხდარი ინციდენტი წინასაარჩევნო გარემოზე გავლენას ახდენს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში დასრულდეს: „ვგმობთ ძალადობას და ცუდია, რომ ეს ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ყველას ინტერესი უნდა იყო, რომ ამ საქმის გამოძიება უმოკლეს ვადებში მოხდეს“,-აღნიშნა ეკა გიგაურმა. შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. ორი მათგანი მძიმედაა დაჭრილი, დანარჩენი ორი კი მსუბუქადაა დაშავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)