|
2017-10-20 12:09:41, 1755 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით „ჯი-თი ჯგუფმა“ თბილისში FORD Cargo Service Center-ი ცენტრი გაიხსნა
საქართველოს წამყვანმა ბანკმა თბილისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრის გახსნის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ცენტრი ბანკმა 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსით დააფინანსა. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პროგრამის (DCFTA) ფარგლებში. დაფინანსების შედეგად “ჯი-თი გრუპის“ მიერ თბილისში აშენდა ფორდის სატვირთო ავტომობილების სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავტომობილო ცენტრი. „ჯითი გრუპი“ საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს შემდეგ ბიზნეს მიმართულებებს: სატვირთო, მუნიციპალური, სპეციალური, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია და სერვისი, სათადარიგო ნაწილების, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების რეალიზაცია. „ჯითი გრუპი“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია, საავტომობილო და მძიმე ტექნიკის ისეთი ბრენდების როგორიც არის: Ford Trucks, New Holland, IVECO, ISUZU, KUHN, Castrol და სხვა საერთაშორისო ბრენდები. “საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების დაფინანსება. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას სწორედ დაფინანსების კუთხით, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კიდევ უფრო გაფართოვდეს, შექმნას მეტი პროდუქტი და გაზარდოს სამუშაო ადგილები, ყოველივე ეს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამის ნათელი მაგალითია “ჯი-თი ჯგუფის“ მიერ აშენებული სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი FORD Cargo Service Center, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კორპორატიული მიმართულებით, ვასილ ხოდელმა. (R)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)