|
2017-10-20 10:52:05, 1975 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ამ შემთხვევას პოლიტიკური სარჩული არ უნდა დაედოს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ყველამ თავი უნდა შეიკავოს ვერსიებზე საუბრისგან. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ეტაპზე რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხისა ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი ჰქონდა და აქვს ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატისა,ჩვენ ვფიქრობთ, ამ თემის არჩევენებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)