|
2017-10-20 10:38:26, 2046 ნახვა
კომენტარი
ლორა თორნტონი: მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო, შეშფოთებული ვართ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს მომხდარი გამოიძიოს და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს. "შეშფოთებული ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენს დამკვირვებლებს დავავალეთ ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს მომხდარი და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს. ნებისმიერი სახის ძალადობა არჩევნების დროს მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ეს ინციდენტი უკანასკნელი იქნება და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის", -განუცხადა „რუსთავი 2“-ს თორნტონმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)