|
2017-10-19 21:01:28, 1992 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მაინტერესებს, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა "მოსახლეობას ოპოზიციის მხარდაჭრისკენ მოუწოდა". ამის შესახებ კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. კითხვაზე თუ ვინ არის გიორგი მარგველაშვილის ფავორიტი პარტია, კობახიძემ აღნიშნა, რომ "ამის შესახებ დაახლოებითი წარმოდგენა აქვს". "მე დაახლოებით მაქვს წარმოდგენა, ვინ არის მისი ფავორიტი. მე ძალიან მაინტერესებს, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას - ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა, მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ თუ „დემოკრატიული მოძრაობა“. თუმცა როგორც 2016 წელს დამარცხდა გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც. სხვათა შორის, ის დამარცხდა 2013 წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ, რომ მაშინ ხალხმა აირჩია არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ და ეს იყო მარგველაშვილის დამარცხება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)